როგორ მუშაობს Opentender

მონაცემები

Opentender შექმნილია მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საიმედო პროგრამით, რომელიც 20 სხვადასხვა წყაროდან აგროვებს მონაცემებს. როდესაც ღია მონაცემები არაა ხელმისაწვდომი, ჩვენ ინფორმაციას ათასობით ვებგგვერდიდან ვიწერთ, რათა შევქმნათ სტრუქტურიზებული მონაცემთა ბაზა. ამის შემდეგ ჩვენ ვაერთიანებთ ყველა პუბლიკაციას, რომელიც აღწერს თითო ტენდერს და ვქმნით საბოლოო სახეს, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს კონკრეტულ ტენდერს. წყაროები და მონაცემები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ამიტომ თითოეული წყაროსთვის მასზე მორებული პროგრამა იქმნება.

Read more about Challenges, Data processing, Raw data, Challenges, Methods, Data Validation.

ინდიკატორები

Opentender საკუთარი კვლევებისთვის იყენებს სამეცნიერო ანალიზებზე დაფუძნებულ სახელმწიფო შესყიდვების შესრულების ინდიკატორებს. ესენია: მეთოდები ადმინისტრაციული ხარისხის ინდიკატორებზე, გამჭვირვალობის ინდიკატორებისთვის იხილეთ მეთოდები ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ, კეთილსინდისიერების ინდიკატორები იხილეთ კორუფციის რისკის ინდიკატორები იხილეთ ფართომასშტაბიანი კარგი შესყიდვების ქულა არის სამი კომპოზიციური ქულის მარტივი საშუალო. ყველა ეს ინდიკატორი ეფუძნება ობიექტური მონაცემებს, და ისინი გამჭვირვალედ და ცალსახად გამოითვლება. თუ შეცდომას იპოვით ფორმულებში, გთხოვთ გაგვაგებინოთ info@govtransparency.eu.

Any indicator based on a single tender is usually not reliable enough, hence it is recommended to look at multiple tenders and the whole market.

რუკებისა და სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის NUTS კოდები

Opentender აჩვენებს სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის კოდებს რუკებს
მისამართებში დაკარგულ კოდებს ენიჭებათ:
TERCET NUTS-postal codes matching © GISCO - Eurostat
გამოყენებული ფორმები
NUTS Administrative boundaries © GISCO - Eurostat © EuroGeographics © UN-FAO © Turkstat

პანელები

ეს პანელები მოგაწვდიან შესყიდვების მონაცემების თანამედროვე ვიზუალიზაციას 4 კატეგორიად:

ბაზრის ანალიზი

ეს პანელი უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების მიმოხილვას და ამით ეხმარება შემსყიდველებს და შემთავაზებლებს უფრო ეფექტურად წარმართონ შესყიდვა.

ადმინისტრაციული უნარები

ეს პანელი იძლევა საშუალებას გააანალიზოთ და შეაფასოთ შემსყიდველების ადმინისტრაციული უნარები.

გამჭვირვალობა

ეს პანელი საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ და შეაფასოთ სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის ხარისხი.

კეთილსინდისიერება

ეს პანელი საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ და შეაფასოთ სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების რისკები.

ძიება

ძებნის ფუნქცია მძლავრი ინსტრუმენტია მონაცემების ისე გამოსაკვლევად, რომ იპოვოთ ის კონკრეტული ტენდერი, შემსყიდველი ან მომწოდებელი, რომელსაც თქვენ ეძებთ. ასევე, შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური სამომხმარებლო ძიება 30-ზე მეტი დამატებითი პარამეტრისაგან, მათ შორის ინდიკატორებისგან.

პროფილები

იმისთვის რომ ნახოთ ყველა კომპონენტი (სექტორი, ფილიალები, რეგიონები, კომპანიები, უფლებამოსილი პირები და ტენდერები) Opentender-ის მონაცემთა ბაზას გააჩნია ინდივიდუალური პროფილი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას აჩვენებს. სახეობიდან გამომდინარე, პროფილს მრავალფეროვანი ვიზუალიზაცია აქვს, როგორიცაა ჩარტები, რუკები, გრაფიკები, რაც საშუალებას მოგცემთ მონაცემებს კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ. პროფილის ნახვა შესაბამის სახელზე უბრალო დაწკაპუნებით შეგიძლიათ.