Opentender-ის შესახებ

ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% ყოველწლიურად იხარჯება საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე, და ზოგიერთი შეფასებები მიუთითებს, რომ კორუფცია 20-25% -ით ზრდის სახელმწიფო კონტრაქტების ღირებულებას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ საჯარო შესყიდვებში კორუფცია გამართლებულია ფართოდ მხარდაჭერილი ისეთი მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა უსაფრთხო გზების, ხარისხიანი სკოლის შენობების მშენებლობა ან სამედიცინო პრეპარატების დროული მიწოდება.

ყველა დაინტერესებულ მხარისთვის სახელმწიფო შესყიდვებზე სრულყოფილი ინფორმაციის უსასყიდლოდ და ადვილად გამოყენებადი ფორმატით მიწოდება, სავარაუდოდ, გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობას, შეამცირება ოპერატიულ ხარჯებს, და ხელს შეუწყობს მთავრობის ანგარიშვალდებულებას. აქედან გამომდინარე, opentender.eu - ცენტრალური, საჯარო და ღია შესყიდვების პლატფორმა შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფო შესყიდვებში ფულის ეფექტურად გახარჯვას, ისევე როგორც გაზარდოს კეთილსინდისიერება მთლიანად საჯარო სექტორში.

ვინ არის Opentender?

Digiwhist

DIGIWHIST, ევროკავშირის Horizon 2020-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, აერთიანებს 6 ევროპულ კვლევით ინსტიტუტს და მიზნად ისახავს საზოგადოების გაძლიერებას საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლვევლად. პროექტი ამავდროულად გაზრდის მთავრობების ნდობას და ევროპის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვებისას სახელმწიფო ხარჯის ეფექტურობას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის სისტემატური შეგროვების, სტრუქტურიზაციის, ანალიზისა და გავრცელების გზით და იმ მექანიზმებზე ინფორმაციის გავრცელებით, რაც ზრდის საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში.

Digiwhist

University of Cambridge, Department of Sociology

კემბრიჯში სოციოლოგიის დეპარტამენტს გამორჩეული პროფილი აქვს, როგორც სოციალური თეორიისა და ემპირიული სოციოლოგიის კვლევების განხრით მომუშავე შესანიშნავ ცენტრს. კემბრიჯში სოციოლოგია ასევე შეისწავლება ინტერდისციპლინურ კონტექსტში, განსაკუთრებით პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეკონომიკისა და ისტორიის დარგებთან ერთად.

University of Cambridge, Department of Sociology

Open Knowledge Foundation Germany

ღია ცოდნის ფონდი Deutschland (OKF DE) არის საერთაშორისო ღია ცოდნის ფონდის ქსელის (OKFN) გერმანიის ფილიალი. ეს არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს და მიზნად ისახავს მონაცემების ღიაობას ყველა ფორმით - მათ შორისაა საჯარო ინფორმაცია, საჯაროდ დაფინანსებული კვლევები. ფონდი არის საერთაშორისო ლიდერი თავის სფეროში და აქვს ექსპერტული გამოცდილება შექმნას ინსტრუმენტები და შეკრიბოს საზოგადოება მასალების საჯაროობისათვის. OKF DE სამართლებრივი ექსპერტიზისა და ტექნიკურ ცოდნის გამოყენებით ურჩევს მთავრობებსა და სხვა ორგანიზაციებს გამოაქვეყნონ ღია მონაცემები და ამ მონაცემების შემდეგში გამომყენებლებს ეხმარება ინოვაციური ახალი პროდუქტის შექმნაში. OKF DE მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს უფრო გამჭვირვალე იყოს საჯარო საქმიანობა და მოქალაქეები მეტად ჩართულები იყვნენ.

Open Knowledge Foundation Germany

Government Transparency Institute

მთავრობის გამჭვირვალობის ინსტიტუტის შექმნა 2015 წელს მოტივირებული იყო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ გამჭვირვალობის, კორუფციისა და მთავრობების ხარისხის შესასწავლი დამოუკიდებელი კვლევების შესაძლებლობის შექმნის მზარდი საჭიროებით. ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც არაა დამოკიდებული მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებსა ან ინტერესთა ჯგუფებზე. ინსტიტუტის მიზანია სისტემატურად შეისწავლოს მთავრობის დაბალი ხარისხის მიზეზები და შედეგები პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, სამართლისა და მონაცემთა მეცნიერების ინტერ-დისციპლინური მიდგომებით. მოცულობითი მონაცემების გამოქვეყნებითა და ანალიზით ინსტიტუტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა დახმარებას ანგარიშვალდებული ჰყავდეს მთავრობა.

Government Transparency Institute

Hertie School of Governance

ჰერტის მმართველობის სკოლა ამზადებს განსაკუთრებულ სტუდენტებს მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელი თანამდებობისთვის. სკოლა ასევე გამოცდილ პროფესიონალებს სთავაზობს გაიღმავონ საჯარო უნარ-ჩვევები. ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ექსპერტიზით ცნობილი საერთაშორისო ფაკულტეტი გამოირჩევა ინტერდისციპლინური, პოლიტიკაზე ორიენტირებული სწავლების დღის წესრიგით.

Hertie School of Governance

Datlab

Datlab არის ჩეხური IT კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების მიმართულებით. 2015 წლისთვის იგი რეგულარულად ამუშავებს მონაცემებს 30 სხვადასხვა საიტიდან და სისტემიდან. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და რამდენიმე ძირითად ღია მონაცემთა ბაზას აწარმოებს, როგორიცაა vsechnyzakazky.cz (შესყიდვების მონაცემთა ბაზა), politickefinance.cz (პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი).

Datlab

Università Cattolica del Sacro Cuore, Transcrime

ტრანსკრაიმი არის მილანისა( Università Cattolica del Sacro Cuore of Milan) და ტრენტოს უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი ცენტრი. იგი დანაშაულის პრევენციის და დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებსა და ინტეგრირებულ მიდგომებზე მუშაობს, მათ შორისაა კრიმინოლოგია, სამართალი, სტატისტიკა, ეკონომიკა, სასამართლო აღრიცხვა. ტრანსკრაიმი აანალიზებს დანაშაულებრივ მოვლენებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ფინანსური დანაშაული, ფულის გათეთრება და კორუფცია.

Università Cattolica del Sacro Cuore, Transcrime